2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კანონპროექტის განხილვა დაიწყება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შესაბამის კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყონ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა რეაგირებისთვის, რათა მისი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყოს, ვინაიდან საკითხი დიდი ხანია პარლამენტშია დარეგისტრირებული.

„იქნებ დაავალოთ კომიტეტის თავმჯდომარეებს, რომ ჩემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე დანიშნონ საკომიტეტო მოსმენები. ეს ეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის ინიციატივას და მეორე არის ზოგადად, რეგულაციებთან დაკავშირებით. მესმის, რომ თქვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, არ გაწუხებთ არასრულწლოვნების ჩართულობა, ფულის გათეთრება და ა. შ. მაგრამ მე ვითხოვ ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. დაუჭერთ თუ არა მხარს, ეგ თქვენი საქმეა. ერთხელ არ დაუჭირეთ მხარი ფხაკაძეების გამო და იქნებ როგორმე მეორეჯერაც დავნიშნოთ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს თქვენი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უპასუხა, რომ ზედმეტი განცხადებების გარეშეც შესაძლებელი იყო ამ საკითხზე მსჯელობა და კომიტეტის სხდომის დანიშვნა.

„ზედმეტი განცხადებების გარეშე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. შეგეძლოთ ჩემთან გაგევლოთ კონსულტაცია და შევთანხმებულიყავით როდის დაგვენიშნა კომიტეტი. ის, რომ ვინმემ რეგლამენტი დაარღვია, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ კონსულტაციები არ გჭირდებათ, არც მე არ მჭირდება თქვენთან კონსულტაციები. შეგვიძლია პირდაპირ დავნიშნოთ და შეგატყობინებთ, როდის იქნება განხილვა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები