2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხარი 14-ს დაუჭირა

ჩამოტვირთვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

ამის შემდეგ, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი და ოპოზიციინერი დეპუტატები აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა იყო, რომ მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ, რადგან მათივე შეფასებით, მხარდაჭერილი მოსამართლეები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები