2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები