2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 3 ავტომობილის შესაძენად 175 ათას ლარს დახარჯავს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 175 ათას ლარს დახარჯავს 3 ავტომობილის შესაძენად. გადაწყვეტილება დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რასაც ოპოზიციის მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, ავტომობილების შესყიდვა არამიზნობრივია.

უმრავლესობის განმარტებით კი, აღნიშნული მანქანები აიპებს გადეცემა და არა თანამდებობის პირებს.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილე არჩილ ბარამიძე კი ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები