მსოფლიო
"ხელისუფლებამ სატელევიზიო რეიტინგის ვალიდური გამზომი AGB Nielsen კომერციულად ჩამოანგრია"
2019-12-09 23:53:35
სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე არსებულ ვითარებას ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია
„მოკლედ, ხელისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ მოახერხა, ბოლობოლო, სატელევიზიო რეიტინგის ერთადერთი ვალიდური გამზომი AGB Nielsen კომერციულად ჩამოანგრია და აიძულა, გავიდეს ბაზრიდან. იანვრიდან ბაზარზე რჩება ერთადერთი გამზომი, ტელეკომპანია იმედის რეალურ საკუთრებაში მყოფი კანტარ მედია.
იმ ვითარებაში, თუ
ახალი გამზომის კორპორაციული სქემა და უფლებამოსილებების სისტემა არ იქნება გამოტანილი ღია საჯარო განხილვაზე;
არ იქნება გათვალისწინებული ყველა გონივრული ფილტრი და ბარიერი რეიტინგების გაყალბების შესაძლებლობის გასანეიტრალებლად;
და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ყველა ტელევზიის, სარეკლამო სააგენტოს და, ასევე, ყველა წონადი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, და მომავალში ფუნქციონირებას არ გააგრძელებს მათივე მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ,
ჩვენ უარს ვაცხადებთ კანტარ მედიასთან თანამშრომლობაზე და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა ტელევიზიას და სარეკლამო სააგენტოს“ - წერს ნიკა გვარამია.
კომენტარები