მსოფლიო
დიღმელაშვილი:"11- ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას"
2019-12-09 15:27:52
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, 11 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირება განახლდება. როგორც დიღმელაშვილი ამბობს, თუ 14 დეკემბერს, პარლამენტი უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს დაამტკიცებს, აქცია პარლამენტთან მათი ორგანიზებითაც გაიმართება.
„11- ში განვაახლებთ პარლამენტის პიკეტირებას. კომიტეტის სხდომებია ჩანიშნული, ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობას. მერე ჩინიშნება პლენარული. ხმის მიცემა, ვვარაუდობთ, რომ 14 დეკემბრამდე მოხდება, რადგან 14-ში „ქართულ ოცნებას" უნდა აღნიშნოს, რომ ასო ბგერა F -ის მერე ასო ბგრა G მოდის და ეს საკუთარ წარმატებად გაასაღოს. დიდ სახალხო ზეიმს აწყობენ და ალბათ, ეს სახალხო ზეიმი იმის ჩასაცემენტებლად დასჭირდებათ, რომ აი, მოსამართლეები დანიშნეს წინა დღეს და პომპეზური ღონისძიება მოეწყო. დაველოდებით პლენარულის დანიშვნას. 14-ში კონტრაქციის მოწყობას არ ვაპირებთ, კონტრაქციების ენით საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ თუ პლენარული ჩანიშნეს 14-ში, მოსამართლეებზე აუცილებლად გამოვალთ. რაც შეეხება ევროსაბჭოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს", - განაცხადა დიღმელაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
კომენტარები