მსოფლიო
„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი მგზავრობის ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდას ითხოვს
2019-12-04 23:59:57
გამოსავალი არის, რომ მგზავრობაზე ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით, – ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, რეალობა შეიძლება ის დადგეს, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს.
„ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს, თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილი რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. თუ ეჭვს იწვევს რამდენი უნდა იყოს ტარიფი, მართლა გასაზრდელია თუ არა, შესაძლებელია გამოვიყვანოთ მაღალი ავტორიტეტის მქონე უცხოური კომპანია, რომელიც ამის დასკვნას დადებს. მერწმუნეთ, რა ტარიფიც დადგინდება, იმაზე იაფად მოვემსახურებით მგზავრებს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ. რეალობა შეიძლება ის დადგეს რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის, რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით, – განაცხადა ასანიძემ.
ასანიძე ასევე ამბობს, რომ ტარიფის ზრდის შემთხვევაში მგზავრების ოდენობა შემცირდება, თუმცა, დარჩენილი მგზავრები შეძლებენ, რომ მიიღონ მაღალი დონის მომსახურება ახალი მიკროავტობუსებით.
კომენტარები