2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნიკა გვარამიამ შენიღბვის მიზნით ავტომობილი კომპანიის სახელზე გააფორმა" - პროკურორი

ავტომანქანა გაფორმებული იყო კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. არსებული მტკიცებულებებით, ეს იყო შენიღბვის მიზნით გაკეთებული და რეალურად მან უსასყიდლოდ, „რუსთავი2“-ზე გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ მიიღო აღნიშნული ავტომობილი- აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ გააკეთა.

მისივე თქმით ბრალდებული ნიკა გვარამია გამოკითხვასა და აღკვეთის ღონისძიების განხილვაზე აპელირებდა ფინანსური მდგომარეობით და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ საკუთრებაში მანქანაც კი არა ჰყავს. 

„ნიკა გვარამია თავადაც არ სარგებლობდა ამ ავტომობილით, სარგებლობდნენ მისი ოჯახის წევრები და ეს ავტომობილი, საკუთრება იყო შენიღბული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იყო არც ბრალდებულის სახელზე, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის სახელზე, ავტომანქანა გაფორმებული იყო კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. არსებული მტკიცებულებებით, ეს იყო შენიღბვის მიზნით გაკეთებული და რეალურად მან უსასყიდლოდ, „რუსთავი2“-ზე გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ მიიღო აღნიშნული ავტომობილი“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინების შედეგად ავტომანქანაზე თვალთვალის დროს ავტომანქანა ნიკა გვარამიას ოჯახს დაბრუნებული არ ჰყავდა. ის დააბრუნეს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დოკუმენტები ამოიღო „პროესკო მედიადან“ და ბრალდებულისთვის ნათელი გახდა, რომ გამოძიება ამ კომპანიითაც დაინტერესდა.

„ამის შემდეგომ მოხდა ავტომობილის დაბრუნება და ესეც კარგად მიუთითებს, რეალურად ვისი იყო ეს ავტომობილი. ფარული საგამოძიებო მოქმედება იყო ერთადერთი ღონისძიება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნამდვილად ნიკა გვარამიას ოჯახის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი“,- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები