2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კალაძე:"როდესაც ამ პროექტის განხორციელებას დავასრულებთ, შემიძლია წავიტრაბახო, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს"

"როდესაც ამ პროექტის განხორციელებას დავასრულებთ, შემიძლია წავიტრაბახო, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს "- ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„როდესაც ამ პროექტის განხორციელებას დავასრულებთ, შემიძლია წავიტრაბახო, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები მთლიანად, ყველა ახალი იქნება. პარალელურად, მიკროავტობუსები უნდა ჩანაცვლდეს აუცილებლად. ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარებს და მართლაც ძალიან მაგარია, ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოებაც ხედავს და აფასებს, თუმცა რეფორმა ჯერ არ დასრულებულა და იქნება შემდეგი ეტაპები“,-განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები