2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის 116-ე სკოლაში, მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა

დაპირისპირება თბილისის 116-ე სკოლაში – შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს ფეხის არეში საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, დანის გამოყენების შესახებაც, აღნიშნულს სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. მომხდარის გამო სასწავლო დაწესებულებაში პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული.

დაზარალებული მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები