2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გომელაური: ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეშიო, ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი

ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე,- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაური მედიას საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანები არ დაზიანდნენ.

„ძალიან ხშირად ხდება, უმოქმედობაში ვართ. თუ გამოვალთ და ხელკეტსაც არ ვიყენებთ, არც რეზინის ტყვიებს, გაზს და ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე. ვმოქმედებთ, არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ. რთულია, რთულია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხარე იქნება, რომ ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები