2 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავეს

მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავეს, მათ შორის ბექა ნათელაშვილი.
დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, დაშავებულია „გაბედეს“ რამდენიმე წევრი.
"ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის წევრები უმიზეზოდ გვირტყმამდნენ. რუპორი მეჭირა და მშვიდობიანად ვაპროტესტებდი. პასუხიც ვერ გაგვცეს, რატომ გვირტყამდნენ. ჩვენი აქტივისტები დააკავეს", - განაცხადა ცოტნე ვადაჭკორიამ, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა.
დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები