მსოფლიო
"ბანკი ქართუს"გაკოტრების საქმე - ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება
2019-12-02 09:55:14
ნიკა მელია “ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება. სასამართლო განაჩენს ამ წუთებში აცხადებს.
აღნიშნულ საქმეზე მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს.
"ბანკი ქართუს" საქმეზე მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
კომენტარები