მსოფლიო
ნიკა გვარამია: ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით
2019-12-01 20:45:21
"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია შესაძლოა, საქართველოდან წავიდეს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
მეგობრებო,
დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.
ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.
წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის
შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.
კომენტარები