2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გენერალური პროკურორის მოადგილე აქციის ორგანიზატორებზე: "უსინდისოები არიან და ღირსება არ გააჩნიათ!"

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის საიუბილეო ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეც იმყოფებოდა. გოგაძეს წულუკინის მსგავსად შენობაში შესვლა შეძახილების ფონზე მოუწია. მისი შეფასებით, ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ ღირსება არ გააჩნიათ. 

როგორც გოგაძემ აღნიშნა, მას შეძახილებით შეხვდა ის ხალხი, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებულ არასრულწლოვანთა ოჯახებს ყველაფრის გაყიდვას აიძულებდა. 

"დესტრუქციას, რომელსაც აწყობენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მე დღეს შემხვდნენ და ის შეძახილები, რაც ჰქონდათ, რა თქმა უნდა, არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა. უმარავი ქართული ხალხური გამონათქვამი არსებობს ვისგან შეიძლება გეწყინოს რამე. ეს არიან ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფარგლებში რამდენიმე ათაული წელია უკვე არიან უსინდისოები და ღირსება არ გააჩნიათ. ეს ის ხალხია, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში, ძალიან მსუბუქი დანაშაულისათვის დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახებს აიძულებდნენ, გაეყიდათ ყველაფერი, თუკი რაიმე გააჩნდათ, რათა შემდეგ ისეთ გმირებს, რომლებსაც გმირებს უწოდებენ, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, როგორებიც არიან ბატონი კოდუა, ბატონი ქარდავა, ბატონი უდესიანები, ევლოთ ძალიან ძვირადღირებული მანქანებით," - განაცხადა გოგაძემ.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები