მსოფლიო
თეა წულუკიანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ
2019-11-29 11:40:08
ეროვნულ ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.
წულუკიანს მომიტინგეებმა „სამარცხვინო“ და „მონა“ ეძახეს.
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.
ადგილზე ათეულობით სამართალდამცავია მობილიზებული. საბოლოოდ, იუსტიციის მინისტრი საჯარო ბიბლიოთეკაში სწორედ პოლიციის დახმარებით, სპეციალური კორდონის გაკეთების შემდეგ შევიდა.
კომენტარები