საზოგადოება
ჟურნალისტ ანა კალანდაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ახლა ყველა წუთი გადამწყვეტია!
2019-11-27 12:28:10
ერთ ძალიან კარგ გოგონას, ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება!!!! ახლა ყველა წუთი გადამწყვეტია! თქვენი იმედი გვაქვს!
მას მწვავე ენტეროვირუსული ინფექციისა და დისბაქტერიოზის ფონზე, გამოუვლინდა ჰიპოკალემია (კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში), რამაც გამოიწვია გართულება გულზე.
აღნიშნული პრობლემის გამო 1 აგვისტოს მოხვდა კლინიკაში, დაკარგა გონება და შეუჩერდა გულის ცემა (კარდიომონიტორინგზე აღინიშნა პარკუჭთა ფიბრილაცია). ექიმების დროული ჩარევის შედეგად, „ელექტრო შოკით“ მოხდა გულის რიტმის აღდგენა (დეფიბრილაცია). მას შემდეგ ანა იმყოფება არითმოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მიუხედავადხანგრძლივი მკურნალობისა, სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის პრობლემა კვლავ დარჩა.
ანა სისტემატურად იღებს კალიუმის შემცველ მედიკამენტებს, მაგრამ მკურნალობის მიუხედავად ორგანიზმი კალიუმს ვერ ინარჩუნებს.
სავალალო შედეგის თავიდან აცილების მიზნით, ექიმები პირველ ეტაპზე საჭიროდ თვლიან, გულის კარდიოსტიმულატორის ჩადგმას, ანუ პეისმეიკერის იმპლანტაციას, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკაშვირებული - 21 000 ლარი,
რის შემდეგაც ანა აუცილებლად უნდა გაემგზავროს თურქეთში სამკურნალოდ.
გთხოვთ გვერდში დგომას.. პირველ ეტაპზე კარდიოსტიმულატორისთვის უნდა მოვახიდნოთ თანხის მობილიზება, შემდეგ კი იმისთვის, რომ ანამ შეძლოს, თურქეთში გამგზავრება, მკურნალობა და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
გთხოვთ, მხარში დგომას.
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE08BG0000000813745500
მიმღები
მაია კალანდაძე
თიბისი ბანკი
GE91TB7223445061100006
ანა კალანდაძე
კომენტარები