2 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მართალია, დღეს სამარცხვინო და მატყუარა ქოცხელისუფლებამ ღამის 5 საათზე ისევ დაარბია მშვიდობიანი აქცია, მაგრამ …”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:

"მართალია, დღეს სამარცხვინო და მატყუარა ქოცხელისუფლებამ ღამის 5 საათზე ისევ დაარბია მშვიდობიანი აქცია, მაგრამ მე რა უნდა მოვთხოვო საერო ხელისუფლებას, როდესაც ღია და ოფიციალური მოძალადე (თავისივე პირით რომ იკვეხნის სატელევიზიო გამოსვლებში) ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი რჩება მოქმედ ეპისკოპოსად და წმ. სინოდის წევრად, როდესაც წმინდა კანონთა მრავალგზისი დამოწმებით ძალადობის და გინების ჩამდენი, ასევე ლოთი სასულიერო პირი სასწრაფოდ უნდა განიკეთოს და დაემხოს თავისი ხარისხიდან. ამ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე არავის იმ მასშტაბით არ დაიმცირებია და შეურცხვენია მთელი ერის წინაშე სამღვდელო დასი და ეკლესია, როგორც ეს შეძლო ეპისკოპოსმა იაკობმა თავისი ყაჩაღის მახასიათებელი საქციელებით და მეტყველებით. ამ წინა კვირას კიდეც შევაქე ბრიუსელში გაკეთებული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი განცხადების გამო, მაგრამ იმავე ბრიუსელში ჩაწერილმა და ტვ იმედის კვირის ეთერში გასულმა მისივე ინტერვიუმ ყველანაირი საზღვარი აავსო, ამის მოთმენა უკვე ქრისტეს გმობაა.

ყველაზე დიდი უბედურება კი მაინც ისაა, რომ საქართველოს ეკლესიაში დიდი რჯულსკანონი და საეკლესიო სამართალი გაუქმებული და ფეხქვეშ გათელილია, ეკლესია მოიცვა პიროვნების კულტმა და ფარისევლობამ, სადაც სიმართლის და ღირსების ადგილი აღარ დარჩა, ქრისტე და მისი სახარება, საეკლესიო კანონები კი განდევნილია, შედეგად კი მივიღეთ სრული სიბინძურე, გაუნათლებლობა, მეკერპეობა, ფარისევლობა, მომხვეჭელობა, ფულისმოყვარეობა, ქლესაობა, სიყალბე და სიცრუე!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები