მსოფლიო
აქციაზე შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავეს
2019-11-22 15:57:30
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, აქციაზე სამართალდამცველებმა 6 აქტივისტი დააკავეს. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.
აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.
სამართალდამცველებსა და აქტივისტების დაპირისპირება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ცდილობენ პოლიციას დაკავებულების წაყვანის უფლება არ მისცენ.
კომენტარები