2 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“წუხელ, შემთხვევით სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოვფრინდით?” - არჩილ თალაკვაძე ტყუილში გამოიჭირეს

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუის გავრცელებაში ამხელს.

“ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მიდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ” – წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ “მთავარი” დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა. თალაკვაძის თქმით, ის ამ დროს პარლამენტში იყო და მუშაობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები