0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქეთევან ციხელაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და შვილებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს და ქალიშვილებს კიდევ ერთხელ შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე პროცესი და ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაა და ამისთვის სახელმწიფო უწყებები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები