0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

გაერთიანებული ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროკურატურის შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდეს.

ბოქლომის დადებას ისინი თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოოდ, გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის მთავარ ჭიშკარზე ბოქლომის ჩამოკიდება მაინც შეძლო.

გენერალურ პროკურატურასთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს საგამოძიებო უწყების ჭიშკართან, მთელ პერიმეტრზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები