საზოგადოება
"გაუგონარ სითავხედეს აქვს ადგილი გიორგი რურუასთან დაკავშირებით. ის ძალიან ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეა"
2019-11-19 13:17:03
აქციის დაშლის დროს დაპატიმრებული, გიორგი რურუას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი რურუას დაკავების შესახებ წერს :~
"გაუგონარ სითავხედეს აქვს ადგილი გიორგი რურუასთან დაკავშირებით. მას არც კი ჩაუტარეს ჩხრეკა, უბრალოდ უთხრეს რომ თითქოსდა “თან ქონდა” ცეცხლსასროლო იარაღი. პოლიციაში იძულებით და ისე რომ არანაირი ოქმი არ შეუდგენიათ, აუღეს დნმ-ის ნიმუში (იარაღზე დასატანად). ხოლო, დაკავებიდან რამდენიმე საათი მისი ავტომობილი ყავდათ პოლიციელებს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაატარეს ჩხრეკა და იმ სავარძლის ქვეშ, რომელზეც პოლიციელი იჯდა, “იპოვეს” მაყუჩი.
დაკავებისთანავე გიორგიმ მოითხოვა ადვოკატთან დარეკვა, თუმცა არ დაარეკინეს არსად, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გავიგე მისი დაკავების შესახებ. პირად ჩხრეკას (რეალურად არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, უბრალოდ ოქმი აქვთ შედგენილი) არ დაასწრეს არავინ, არადა დაკავებისას ორ პირთან ერთად იყო.
გიორგი 17 ნოემბრის დილიდან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც გაათენა ღამე და შუადღეს წავიდა სახლში რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. მას თან ახლდა პირადი მცველი, რომელიც კანონიერად ატარებს იარაღს. ამ პირობებში რომ რურუას იარაღი ქონდა, ამ ვერსიას ალბათ სულელიც ვერ დაიჯერებს.
რაც შეეხება თავად გიორგის, ის რა თქმა უნდა მხნედ არის. დამაბარა რომ ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გრძელდება, ერთად ერთის წინააღმდეგ! ის უბრალოდ წუხს, რომ სანამ ტყვეობაშია, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას აქციებში.
ძალიან ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეა. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გამოაშკარავდება ყველაფერი."
კომენტარები