მსოფლიო
"პოლციამ, უნდა აღკვეთოს უკანონობა და მისცეს პარლამენტს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება"
2019-11-18 14:29:13
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა , მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა :
"თუ საუბარია იმაზე, რომ ვერ მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულება, ვარ მეც პირადად ამ აზრის თანაზიარი, მაგრამ ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ მოვახდინოთ კანონდარღვევა.
საუბარია იმაზე, რომ პროტესტი დარჩეს კანონის ფარგლებში - ამაშიც ვარ თანაზიარი.
თითოეული ადამიანი, ერთი ადამიანიც კი რომ აპროტესტებდეს რამეს, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
ამ ფონზე, როცა თავად საუბრობენ, რომ 20 ათასი ადამიანი უნდა შეკრებილიყო და რომ არ შეიკრიბა - იმიტომ არ გვითმობს "ქართული ოცნებაო", ეს არის შეურაცხმყოფელი.
ადამიანები, კვლავ მოატყუა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოთხოვნებიც კი იმდენად არარეალური დააყენეს - ჩიხში შესვლის მცდელობაა. გერმანული მოდელი, არის არაკონსტიტუციული - ამ მოთხოვნების დაყენება ნიშნავს, რომ მხოლოდ პროვოკაციისთვის არიან მოწოდებულნი.
არც ერთი მოთხოვნა მათი მხრიდან არ დაყენებულა, რომელიც იყო კონსტიტუციურად გამართლებული.
პარლამენტის მუშაობის უზრუნველყოფა უნდა მოახერხოს პოლციამ, უნდა აღკვეთოს ნებისმიერი უკანონობა და მისცეს პარლამენტს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება.
კომენტარები