პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანის მიმართვა სააკაშვილს: მეგობარო, ჩამოდი, ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება!
2019-11-14 18:35:43
ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს:
მიმართვა მიხეილ სააკაშვილს!
პირველად ვწერ ასე, ვამბობდი , რომ არ ჩამოვიდეს ,რადგან ეს გარეწარი ხელისუფლება დაიჭერს , ამ სამართლებრივ სისტემაში , სადაც პროკურორიც ივანიშვილია და მოსამართლეც, სადაც თურმე , როგორც “ პატრიოტთა ალიანსის “წევრმა ლომიამ ღია ეთერში აღიარა, რომ “ციხის კადრები ჩვენ გავაკეთეთ, აბა ისე ივანიშვილი ვერ მოვიდოდაო”) დაიჭერს სააკაშვილს და მეტი არაფერი არ იქნება სააკაშვილის ჩამოსვლა თქო!
ახლა მოგმართავთ მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება, მზად ვარ თუ დაჭერააა ( ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიშავებია საქართველოს სიყვარულის გარდა, პარტიაშიც არ ვყოფილვარ არასდროს ) მეც დამიჭიროს, რადგან ამ “ ფეოდალის მიერ გადაბარებულ ქვეყანაში) სიცოცხლეც არ ღირს! კოალიცია გაკეთდეს და მემორანდუმი და ეს იქნება გარანტი იმისა , რომ მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა დარჩება ( რაც უდავოდ იყო)იმ 9 წლიანი მოღვაწეობიდან, და ის “ მოგონილ- გაზვიადებული შიშიც “გაქრება, რასაც ასე იყენებს ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, და “ იმ 9 წლით აშინებს”, გაერთიანებული ოპოზიციით შევაჩეროთ “ქვეყნის განადგურება და უზურპაცია”, შევაჩეროთ უზურპატორი “ კანონით და სამართლით”- ძალა ერთობაშია- კოალიციაში- ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!!მხოლოდ კოალიცია- მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა! !!!!! გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო!!
კომენტარები