0 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები