მსოფლიო
დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია
2019-11-14 14:06:21
მიხეილ სააკაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება:
თეორიულად, პარლამენტს შეუძლია შეცვალოს კონსტიტუცია და ივანიშვილი გამოაცხადოს ოფიციალურ დიქტატორად - და ეს სამართლებრივად "გამართული" გადაწყვეტიელბა იქნება.
პრაქტიკულად ეს იქნება ხელისუფლების უზურპაცია.
დღეს, მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების შედეგად პარლამენტმა მოახდინა ძალაუფლების ოფიციალური უზურპაცია.
ამიერიდან ამ ხელისუფლებასთან ბრძოლის ყველა გზა მორალურია.
გონიერების საზღვრებიღაა დარჩენილი, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ და თავად არ დავზიანდეთ.
სახელმწიფო მათ გადაატრიალეს, ძალაუფლება მათ მიითვისეს და უკანონოები ისინი არიან.
მათ გონიათ რომ ძალა აქვთ, მაგრამ ძალაც და ძალაუფლებაც ეკუთვნის ხალხს და ეს ჭეშმარიტება ისტორიულად არაერთხელ დადასტურებულა.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია !
როგორც არასდროს დღეს ნათელია თეთრი და შავი, კეთილი და ბოროტი, მართალი და მტყუანი, ანუ როგორც არასდროს დღეს ნათელია ვინ გაიმარჯვებს.
ქართველი ხალხის სურვილი, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, შემდგარი, წარმატებული ერი, აუცილებლად გაიმარჯვებს უზურპატორზე.
კომენტარები