საზოგადოება
”მე მიყვარს ჩემი პატრიარქი” აზიარებს ერის უმრავლესობა და, მის სიტყვებს არაფრად ვაგდებთ” – დედა სიდონია
2019-11-13 18:18:48
დედა სიდონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"გირჩის “მღვდლობა” შესაძლოა იყოს კადნიერება, გარკვეული კომიქსის მცდელობა. მაგრამ ის, არამც და არამც არ განიხილება როგორც რელიგია და კონფესია, ის არის მხოლოდ აქცია.
შესაბამისად, მათთან კოლაბორაცია არ არის მართლმადიდებლობაზე უარი.
თუმცა აქ ინდივიდუალურია მათთან მიმსვლელთა მოტივი და დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
P.S. ჩვენი ერის შიშები და პრობლემები არცოდნიდან მომდინარეობს.
“მე მიყვარს ჩემი პატრიარქი” აზიარებს ერის უმრავლესობა და, მის სიტყვებს არაფრად ვაგდებთ? ანალიტიკური აზროვნება შევიძინოთო.
“უნდა ვეცადოთ შევიძინოთ ანალიტიკური ღრმა აზროვნება. თუ არ გვექნება ანალიტიკური აზროვნება, მრავალ შეცდომას დავუშვებთ. მოსმენის უნარიც უნდა გვქონდეს. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ. ანალიტიკური აზროვნება იცავს პიროვნებას არასწორი ქმედებებისგან”.
მის მოპოვებას კი დაუღალავი შრომა სჭირდება, განათლება, გამოცდილება, დაკვირვების, გაანალიზების უნარი და არა – მიკერძოებული ემოციები."
კომენტარები