0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს კანონპროექტს, უმრავლესობას დავტოვებ"

 სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატის,  ირაკლი შიოლაშვილის თქმით,  მაჟორიტარ დეპუტატებს სურდათ საკითხი სხდომაზე სარეიტინგო კენჭისყრაზე გასულიყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

„ჩვენ ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ უმრავლესობის სხდომაზე, იმ რისკების თაობაზე ვისაუბრეთ, რომელიც შესაძლოა მომავალში ქვეყანას დაუდგეს - საუბარია 2020 წლიდან 2024 წლამდე. აბსოლუტურად ღია იყო საუბარია, არ დაგიმალავთ რომ საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ ვითხოვდით, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დამდგარიყო ეს საკითხი და უმრავლეობას აქვე გამოეხატა თავის პოზიცია, მაგრამ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება, რაც შეეხება ჩვენს მომავალ სამოქმედო გეგმას, ჩვენ აქედან გადავინაცვლებთ პარლამენტში და ამ რეჟიმში ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კოლეგებთან მუშაობას. მე თავიდანვე ვთქვი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მხარს არ ვუჭერთ ამ პროექტს და ნათლად მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ქვეყანას დააყენებს ძალიან დიდი რისკის ქვეშ. ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი, ეს არ არის კონკრეტულ სოციუმზე გათვლილი კანონპროექტი, ეს არის მთელ ქვეყანაზე გათვლილი, მთელი ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი კანონპროექტი, თუ როგორ უნდ იცხოვროს ჩვენმა სახელმწიფომ, როგორი სტაბილური იქნება ქვეყანა. ამიტომ ეს კანონპროექტი ჩემთვის წითელი ხაზია, თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს მას, მე დავტოვებ უმრავლესობას“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები