2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამა ნექტარიოსი: მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს

მამა ნექტარიოს მჭედლიძე აცხადებს, რომ ის მზადაა ავტოავარიაში დაღუპულ შაკო ბარამიძეს წესი აუგოს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

მამა ნექტარიოსის თქმით, ის "აუგებს წეს თუნდაც ჯვრის დადება მოუწიოს ტრაპეზზე".

"2005 წელს ამერიკაში გარდამეცვალა ძმა (ღვიძლი არა მაგრამ ჩემი ყველაფერი იყო) 23 წლის შოთიკო, რომ ჩამოვასვენეთ წეს არ უგებდენ ეს იყო ისეთი დარტყმა ყველაფერი გაცოცხლდა ის განცდა და შიში, რასაც მაშინ ვგრძნობდით ოჯახი ხო გვეტკინა და უარის შემთხვევაში წესის აგების იყო ტკივილი არა სულის წვა, დღეს ვიცი რასაც გრძნობს ეს ოჯახი სამტრედიაში, ვიცი რაცა ეს ყველაფერი, მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზზე, მე არ ვარ საქართველოს ეკლესის იურისდიქციაში თუმცა მისი ოჯახის ნებისამებრ ავიღებ ჩემთავზე და აუგებ წესს, დღეს ჩემთვვის 2005 წლის 16 თებერვალია, ის ტკივილია, ე.წ. გირჩი არაა რელიგიური ორგანიზაცია, ის პოლიტიკური პარტია. ჩემო ძმებო გადით მაგათი მახინჯი პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ იმათ ე.წ. ვითომ ჰუმანურობამდე ამ ბიჭის ოჯახი სადამდე მიყვანა", - წერს მამა ნექტაროსი მჭედლიძე სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები