0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დაუპყრობელი აქვს ივანიშვილს, სწორედ საპატრიარქო და ეკლესიაა" - ბარამიძე

ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დაუპყრობელი აქვს ივანიშვილს, სწორედ საპატრიარქო და ეკლესიაა - ამის შესახებ განცხადება,“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა"-ში საუბრისას გააკეთა.

“ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დაუპყრობელი აქვს ივანიშვილს, სწორედ საპატრიარქო და ეკლესიაა და ამაზე მიდის ზეწოლა. ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობას” გვაქვს ბრძოლა პუტინთან და პუტინის საცეცებთან საქართველოში. ამიტომ დავიცავთ ამ ინსტიტუტს, ინსტიტუტს, რომელშიც ბევრი პრობლემებია. ჩვენ თავზე რაღაცა ბურბუშელები კი არ გვაყრია და ცისფერი თუ ვარდისფერი სათვალით კი არ ვუყურებთ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს. უზარმაზარი პრობლემებია და როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებში ოდითგანვე მოყოლებული, არის “კაგებეს” აგენტებით, ისევეა გაძეძგილი “კაგებეს” და “გავლენის” აგენტებით საპატრიარქო, მაგრამ საქმე მაგაშია, რომ გაძეძგილი აგენტებით, არ ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე აკონტროლებს. მადლობა ღმერთს, რომ ვერ აკონტროლებს”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები