2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"შიში მქონდა, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ არაფრის მეშინია, ლევანიკო"

ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა. თავის ტვინის სიმსივნე ნინოს რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა. ბოლო წლებში იგი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა.

როგორც ცნობილი ხდება, ნინომ ცოტა ხნის წინ, ძმა, ლევან სულაბერიძე დაკარგა, სოციალურ ქსელში, წერდა:

 "არ მჯერა, რომ დამტოვე, შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის.

მასწავლიდი ყველაფერს და გემუდარები, ისიც მასწავლე, როგორც გავაგრძელო უშენოდ სიცოცხლე. 

შენთან ერთად ვფიქრობდი, რომ სასწაულებსაც შევძლებდი, მთებსაც გადავდგამდით, იმიტომ რომ შენ ჩემთვის ყველაფეირ იყავი.

გთხოვ, მასწავლე, როგორ გავძლო უშენოდ ამ სამყაროში, ჩემო ანგელოზო.

ლევანი, შენ მაძლევდი ცხოვრების სტიმულს, ახლა კი ცხოვრება შავ-თეთრი და უნიტერესო გახდა.

მე დაველოდები იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე და შენ შევხვდებით.

შიში მქონდა, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ არაფრის მეშინი, ლევანიკო."

21 ოქტომბერი, 2018 წელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები