მსოფლიო
გორში, ნადირობის დროს 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა
2019-11-11 10:48:06
გორში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, ნადირობის დროს მოხდა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებათან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული. მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.
როგორც ატენის მუნიცუპალიტეტის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი ამბობს, უცნობია, მამაკაცს იარაღი გაუვარდა თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
კომენტარები