საზოგადოება
დეკანოზ მამალაძეს პატრიარქი სთხოვდა, სოდომური ცოდვის ფილმები ეჩვენებინა - პეტრე ცაავა
2019-11-11 01:27:06
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა „მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პატრიარქი დეკანოზ მამალაძეს სთხოდა, სოდომური ცოდვების ფილმები ეჩვენებინა.
“ პროკურატურის საქმეში არის კონკრეტული პუნქტი, მისი ტელეფონი როდესაც გაიშიფრა, იქ არის სოდომური ცოდვის ფილმები ნანახი.
რა თქმა უნდა, მან პასუხი არ გასცა. მე გავცემ პასუხს - ის ამბობს, რომ არაერთგზის საღამოს კათალიკოსი თხოვდა ასეთი ფილმები ეჩვენებინა მისთვის. კათოლიკოს-პატრიარქს ინტერესი ჰქონდა და მის თანმხლებ პირებს, სამღვდელოსაც და საეროსაც, თხოვდა. მამაომ ეს მომიყვა საპყრობილეში, მაგრამ მამაომდე რამდენიმე ფაქტი ვიცი საერო და სასულიერო პირისა, ამ სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე”, - განაცხადა პეტრე ცაავამ „მთავართან“ ინტერვიუში.
კომენტარები