2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეკანოზი დავით ისაკაძე:"არანაირი მოფერება პეტრე ცაავას, საჯაროდ რომც გამოვიდეს, ცენტრალურ მოედანზე, თავის საყვარელ მიკროფონებთან და მუხლებზე მოიდრიკოს"

"არანაირი მოფერება მისი არ შეიძლება, საჯაროდ რომც გამოვიდეს, ცენტრალურ მოედანზე, თავის საყვარელ მიკროფონებთან და მუხლებზე მოიდრიკოს " - ამის შესახებ განცხადებას დეკანოზი დავით ისაკაძე აკეთებს, რითაც წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ქცევას აღწერს. 

"პეტრეს რა ეშველება ძალიან საეჭვოა. გულისტკივილით მაგრამ უნდა ითქვას, არანაირი მოფერება მისი არ შეიძლება, გამოდიან ზოგიერთი სასულიერო პირი, მეუფე პეტრე  და ა. შ..... მან ჩაიდინა უმძიმესი ცოდვა. არამარტო პატრიარქის, არამედ ეკლესიისა და ერის წინააღმდეგ ჩაიდინა ეს უმძიმესი ცოდვა. საჯაროდ რომ გამოვიდეს პეტრე ცაავა, ცენტრალურ მოედანზე, თავის საყვარელ მიკროფონებთან, მუხლებზე მოიდრიკოს დ თქვას რომ მე ვინანიებ ამას, აი მაშინაც კი, მე პირადად არ მჯერა მისი. მეორე არიოზია მგონი ეს ადამიანი. ისე იქცევა სინოდის იმ პირველი სხდომის შემდეგ. არანაირი წუხილი არ აქვს იმასთან დაკავშირებით რაც მან გააკეთა. ვთქვათ და შეინანა, ეს ხომ დარჩა ქმედებად რაც მან ჩაიდინა. რამდენი ადამიანის გონებაში მან ღვარძლი დათესა. ამიტომ, არანაირი მოფერება მასთან არ შეიძლება. მისი ერთადერთი საშველი იქნება განკვეთა და შემდეგ სინანული. კი ბატონო შეინანოს მოედანზე და წავიდეს სადღაც ღრმა მონასტერში. ტყეში და იქ გაატაროს დარჩენილი ცხოვრება", - განაცხადა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები