პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
2019-11-07 11:53:39
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყების უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გაიყოფა თუ არა სამინისტრო და უწყების რომელი ნაწილი გავა ცალკე, ეს წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
„სამინისტროს გაყოფის თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. არის რამდენიმე ვერსია, რომელიც შეეხება, როგორც გაყოფას, ისე შესაძლოა, დატოვებას. ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და სავარაუდოდ შეიძლება განხორციელდეს შემდეგი წლიდან. საკმაო დროა, რომ წლის ბოლომდე ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა. კონკრეტულად როგორ მოხდება, თუ მოხდა საერთოდ, ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დრო არის იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც საქმეს წაადგება“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
კომენტარები