საზოგადოება
"ექსპერტს ერთი კითხვა აქვს: ჯანსაღი თვალი დავკარგე, თუ არა, გამოძიებაც არ დაუწყიათ ჯერ"
2019-11-06 23:50:36
მაკო გომური, სოციალურ ქსელში, წერს:
"მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.
დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო? წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო"
კომენტარები