მსოფლიო
„გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების კადრებიც ვიხილოთ"
2019-11-06 16:16:04
„პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომიას აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები სასულიერო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას აპირებენ.
„გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს პერიოდში, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების დადგმული, დამონტაჟებული კადრებიც ვიხილოთ. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ ამას აპირებენ და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ერთადერთი, უნდა გვქონდეს რწმენის სიმტკიცე. როცა მე მწამს ჩემი პატრიარქის, რაც არ უნდა მაჩვენონ და რაც არ უნდა მითხრან, მე ამას არ დავიჯერებ. მივმართავ მართლმადიდებლურ სამყაროს და ყველას იგივეს მოვუწოდებ. თუ მათ სწამთ და სჯერათ პატრიარქის, არ უნდა აყვნენ ამ შავ პიარს და შავ პროპაგანდას.
მე, როგორც პარლამენტარს, შემიძლია არ გავახმოვანო საიდან მაქვს და რა ინფორმაცია მაქვს. საუბარია, სხადასხვა სასულიერო პირებზე და არა პატრიარქზე. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ასეთ კადრებს ამზადებენ. საუბარია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ამზადებენ და მის გავრცელებას აპირებენ. არსებობს თუ არა ასეთი კადრები, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ…არ ვიცი არსებობს თუ არა“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.
კომენტარები