პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სინოდზე: ეს იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა
2019-11-06 12:21:31
სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს პრეზიდენტი ინსტიტუტების წინააღდეგ ბრძოლად აფასებს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის, რაც რამდენიმე დღის წინ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების შეხვედრაზე მოხდა, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაა, რომელსაც საზოგადოებამ ღირსეულად უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ბათუმში გააკეთა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება.
"მე ასეთ შეფასებას ვერ მივცემ, მე ვამბობ, რომ აქ არის მცდელობა და ეს ვთქვი, სხვათა შორის, ამ კონფერენციაზე. ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის, რომელსაც საზოგადოებამ უპასუხა ღირსეულად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი... გამოძიება არ ვარ, მარგამ ვიცი შედეგი, რომ ეს არის მცდელობა დესტაბილიზაციის იმ მომენტში, როცა ეს ქვეყანა მიდის წინ," - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები