0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“გუშინწინ მოვიდნენ და მათი ხელმძღვანელობა​ ყელგამოღადვრით იხვეწებოდა, რომ სამაჯური ხელის ნაცვლად, ფეხის კიდურზე გამეკეთებინა,ახლა, ასე მოუნდათ”

ნიკა მელია ტელეკომპანია "კავკასიაშია" იმყოფება, სტუდიაში შესვვლამდ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა

“ზუსტად ვიცი, რომ ბოლო თვეებს ითვლის ივანიშვილის მთავრობა, რომელიც აცდა და სამართლებრივ სივრცეს კილომეტრებით გაცდა.

ჩემთვის პროკურატურა არ არის პროკურატურა, ანტიკონსტიტუციურია ის მოთხოვნა, რომ დეპუტატს აეკრძალოს სახლიდან გამოსვლა და ტელევიზიაში გადაცემებში მონაწილეობა. მე არ დამირღვევია მათი აბსურდული მოთხოვნა – ვაცნობეთ პროკურატურას გადაცემაში მონაწილეობის შესახებ და მოვიდა უარყოფითი პასუხი.

გუშინწინ მოვიდნენ და მითხრეს, რომ სამაჯური დაზიანებების გამო უნდა შეეცვალათ და მათი ხელმძღვანელობა​ ყელგამოღადვრით იხვეწებოდა, რომ სამაჯური ხელის ნაცვლად, ფეხის კიდურზე გამეკეთებინა. ახლა, ასე მოუნდათ. ფაქტია, რაღაც ხდება ქართულ ოცნებაში. მილიარდების პატრონ ივანიშვილს არ ვაპირებ დავემორჩილო. მას უნდა არც პოლიტიკური, იურიდიული, სოციალური, ეკონომიკური უფლებები მქონდეს, მაგრამ ასე ხომ არაა?

მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება. ვაკეთებ იმას კი არა, რისი უფლებაც მაქვს, არამედ – რისი ვალდებულებაც მაქვს”, – განაცხადა მელიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები