მსოფლიო
,,შვილო ნიკააა, ვაიმე როგორ მეწვის ხორცი დედიიიი"- ვინ არიან ყვარელში ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები
2019-11-06 00:46:26
ყვარელში ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანანა ორ ნაწილად გაიყო. ავტომობილში 20-21 წლის ასაკის 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა.
მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. რაც შეეხება დაშავებულს, იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გარდაცვლილები - 22 წლის შოთა ხუტუნაშვილი, 17 წლის ნიკა აბულაძე და 22 წლის დიმიტრი ასაბაშვილი სოფელ შილდიდან იყვნენ.
"- შვილო ნიკააა ვაიმე როგორ მეწვის ხორცები დედიიიი. რა ვქნა რა გავაკეთო შვილო... რა ვქნაააა.
- ვაიმე შვილო რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული.სიტყვებს ვერ ვპოულობ შვილო რა ვთქვა შემოგევლოს დეიდამ. ჩემო შავ თვალებავ და დახატულო ბიჭო.ამ ცხოვრებაში თუ შენი ადგილი აღარ არის სამოთხეში აუცილებლად გექნება
- ჩემო დიდო ტკივილო. ბავშვობის საუკეთესო მოგობარო ვერ ვიჯერებ ღმერთოო", - წერენ დაღუპული ბიჭის ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.
კომენტარები