0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ოქრუაშვილი სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო.

სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი განცხადება წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც ყოფილი მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მისი დაცვა სახაზინო ადვოკატს განეხორციელებინა.

ამასთან ოქრუაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ ის საქმის მასალებს სრულად არ იცნობდა. ადვოკატის თვითაცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

საქმის მოსამართლის განცხადებით, ოქრუაშვილი სასამართლოში გამოცხადებაზე თავის არიდებას ცდილობს. ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი აღნიშნული ქმედებით საქმის გაჭიანურებას ცდილობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები