0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაშველებმა ქუთაისში ორი მოზარდი გადაარჩინეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქალაქ ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები