საზოგადოება
ვანდალიზმი ახალციხეში - სამლოცველოში დამტვრეული ხატები და ძირს დაყრილი სიწმინდეები
2019-11-04 10:41:57
ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო მიმოფანტული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.
კომენტარები