საზოგადოება
4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-11-03 23:53:29
ვერძი
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამოს მშობლებს ესტუმრეთ.
კურო
ახლობლებთან ხანგრძლივი, გულითადი საუბარი გელით. თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.
ტყუპი
გარშემო მყოფებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, პროდუქტების საყიდლად.
კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და შვილებთან ერთად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ის არ გიღალატებთ.
ლომი
დღეს მიხვდებით, რომ ოჯახში ლიდერი ხართ. იყავით მეტად მზრუნველი და მოსიყვარულე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან.
ქალწული
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, ვისგანაც მხარდაჭერას და მოფერებას მიიღებთ.
სასწორი
ფული მხოლოდ საოჯახო ნივთებზე დახარჯეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან.
მორიელი
შეეხმიანეთ თქვენგან შორს მყოფ ნათესავებს, მოესიყვარულეთ მათ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი შინ მოუწყვეთ.
მშვილდოსანი
მშვიდად იმოქმედეთ. გათავისუფლდით შიშებისა და წარსულის უსიამოვნო მოგონებისგან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენზე განაწყენებულ ახლობლებთან. იყავით მზრინუველი ნათესავების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ.
მერწყული
გულის კარნახით იმოქმედეთ. რაც უფრო დაკვირვებული იქნებით, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ.
თევზები
დაივიწყეთ სიზარმაცე და საყვარელი ადამიანების გულის გასახარად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან, შორს მცხოვრებ ნათესავებთან
კომენტარები