0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ერთხელ და სამუდამოდ აეხადოს ყველაფერს ფარდა და თავისი სახელი დაერქვას, ყველამ პასუხი აგოს იმ უკანონობაზე"

"ერთხელ და სამუდამოდ აეხადოს ყველაფერს ფარდა და თავისი სახელი დაერქვას, ყველამ პასუხი აგოს იმ უკანონობაზე, რაც დეკანოზის წინაშე განახორციელეს" - ამის შესახებ განცხადება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მისთვის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, რამიშვილის განმარტებით, მას საპატრიარქოდან არავინ შეხმიანებია.

„საქართველოში ძალიან ხშირად ხდება გამონაკლისი შემთხვევა. არ არის გამორიცხული და მე ვიმედოვნებ, ეს არ დარჩება მხოლოდ განცხადებად, შესაბამისად, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონის თანახმად უნდა იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმია და მიდის კრიტერიუმების შესწორება, სიტუაცია არის განსაკუთრებული და პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, იმოქმედოს შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე გამოძიებას დიდი ნდობა გამოუცხადა სასულიერო პირების ნაწილმა, დღეს მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან ის სასულიერო პირები, რომლებმაც ინახულეს დეკანოზი, ცალსახად მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ. დადგა დრო და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო, აუცილებლად უნდა წარდგეს წმინდა სინოდის წინ, როგორც მას სურს და მისი მოთხოვნა იყო ყოველთვის, ერთხელ და სამუდამოდ აეხადოს ყველაფერს ფარდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ყველამ პასუხი აგოს იმ უკანონობაზე, რაც დეკანოზის წინაშე განახორციელეს. 

ყველაფერს აქვს თავისი დრო, ამ ქვეყანაზე არასდროს არაფერი დამალულა, რომ არ გაცხადდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის წინ მთელი ერი და სარწმუნოება დგას, ვთვლი, რომ ღმერთის ნებით მოხდა ეს გადაწყვეტილება, შემთხვევითობას ვერ დავარქმევ. ვერ მივიღებ გარკვეულ კომენტარებს, რომ დეკანოზმა გამოიყენა წერილი, არ მგონია. დეკანოზს ჰქონდა ძალიან ღირსეული პოზიცია, რომ მას მხოლოდ სურდა წმინდა სინოდის წინაშე წარდგომა და ალბათ მათაც გაითავისეს, რა მნიშვნელოვანია ის, რაც მისი მოკვლევის დროს დადგინდა კორუფციის შესახებ. გამოიკვლიონ ყველაფერი, პროკურატურას რომ უსმენდნენ, ჩვენთვის არასდროს მოუსმენიათ და მოვიდა დრო, ჩვენც მოგვისმინონ. დავალაგებთ ყველაფერს, ვინ ვისგან რას ელოდებოდა და სამართლებრივად იქნება გასაგები ყველასთვის“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...