პოლიტიკა
"პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ეკლესიას ტაბურეტკებით დასდევდა ამ ჯგუფს"
2019-10-31 15:44:40
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, წმინდა სინოდის სხდომას და მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან განყენებას ეხმაურება.
"უკეთესი იქნებოდა მეუფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს და არა ნამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ამას უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა. მე, როგორც ერთი, საქართველოს მოქალაქე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ. კერძოდ ის, რომ პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ღვთის სახელით ეკლესიას ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ ჯგუფს. ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და არ უნდა დაუშვას საზოგადოების დაყოფა.
რაც შეეხება ამ ფაქტს სამწუხაროდ ესკატოლოგიური ბოლოჟამის მომსწრე ვართ და იუნსტიტუტები, რომლებიც შუა საუკუნეების მეთოდებით იმართებიან, სადაც სიახლე, პრაქტიკულად ოთახის განიავება არ ხდება, ასეთი რაღაცეები ბოლოჟამს არის დამახასიათებელი, ინტრიგები, ჩაშვებები დაპირისპირებები, საშინელი მხილება . ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართვის ეს ფორმა, რომელიც ეკლესიაშია სამწუხაროს არათუ მოძველებულია არამედ საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან.
ჩვენთვის, საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ კვლავ მთავარ პრობლემად რჩება აშანტაჟებს ქართველ სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და რუსული "ეფ ეს ბე" სწორედ ის ბრალდებებია, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. ამიტომ კომპლექსურია პრობლემა და კომპლექსურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები"
კომენტარები