საზოგადოება
დეკანოზი თამაზ ლომიძე:"ამათ ჰგონიათ პეტრეს გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას?! სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები"
2019-10-31 15:11:26
"საშინლად მოკლე ხედვა აქვთ. ამათ ჰგონიათ პეტრეს გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას?! სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები. ეს როგორ არავის გესმით სინოდში? "- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, დეკანოზი თამაზ ლომიძე, დღეს სინოდის სხდომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. დეკანოზი თამაზ ლომიძე, გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.
“რამ მიიყვანა საქართელოს ეკლესია ამ უმძიმეს მდგომარეობამდე? ცალსახა პასუხია: უკონტროლო და გაუაზრებელმა პრივილეგიებმა. რადგან ჩვენი ეკლესიისთვის საუკეთესო მინდა, ვიტყვი მთელი რწმენით და პასუხისმგებლობით: ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მორჩება გარეგნულ, მონურ რევერანსებს ეკლესიის წინაშე და უმკაცრესი კონტროლის და მწვავე კრიტიკის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას, რომელიც ეკლესიას კვლავ აიძულებს დაიკავოს დევნილის და ჩაგრულის პოზიცია, რომელიც ცეცხლში გავლას აიუძლებს ეკლესიას და თვითკმაყოფილებისა და უდარდელობისაგან კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში ჩადგომას აიძულებს მას. ზოგადად ესაა ეკლესიისთვის საუკეთსო მდგომარეობა და როგორც ჩანს ყველას სხვა პოზიცია განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. დევნილი ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
კომენტარები