0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მირჩევნია სიმართლისათვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე.. თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია"

თუ წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, - ასე უპასუხა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ, წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მისდამი შესაძლო სასჯელის დაწესებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მისთვის არაფერი არ შეცვლილა.

„ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, სასჯელს, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო.

„საეკლესიო სასამართლო უნდა შეიქნას და ყველა ადამიანის, პიროვნების, ჩემი თუ დაბალი იერარქის საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკური სამართლით,“ - აღნიშნა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები