0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - დაკავებულია პატრულ-ინსპექტორი და კიდევ 2 პირი

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს სამი პირი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით და დაარწმუნეს, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შეეძლოთ არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პატრულ-ინსპექტორზე, რომელიც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მისცემდა შესაძლებლობას პირს შეუფერხებლად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი,"-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 და 332-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები